Home » მთავარი » “ახალი პროვოკაცია-ათობით მეტრიღა დარჩა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიღრმეში საუკუპაციო ზოლის მიახლოებამდე”

“ახალი პროვოკაცია-ათობით მეტრიღა დარჩა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიღრმეში საუკუპაციო ზოლის მიახლოებამდე”

გიორგი თევზაძე, რუსეთის მიზანია საუკუპაციო ხაზის გადმოწევა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიღრმეში და ამ მონაკვეთის კონტროლი…. რაც რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციის მზადებაზე მიანიშნებს…

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ავრცელებს მიმართვას საქართველოს ხელისუფლლებისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი.

„ რუსეთის სტრატეგიული მიზანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონიდან საუკუპაციო ხაზი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიღრმეში საუკუპაციო ზოლი გადმოწევა და ამ მონაკვეთის კონტროლი…. რაც რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციის მზადებაზე მიანიშნებს…

ფაქტიურად ათობით მეტრიღა დარჩა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სიღრმეში საუკუპაციო ზოლის მიახლოებამდე, რასაც თანმიმდევრულად ახორციელებს კიდეც ნელ-ნელა საოკუპაციო ზოლის მიზან მიმართული გადმოწევით.

რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული მარიონეტული ცხინვალის „ხელისუფლების წარმომადგენლები“ ცდილობენ თავის პირობები დაუყენონ კომპანიის წარმომადგენლებს,რუსეთი ამ ქმედებით აჩვენებს საერთაშორისო საზოგადოებას და ბიზნეს წრეებს, რომ საქართველოზე გაყვანილი ნებისმიერი გაზსადენი ან ნავთობსადენი არ იქნება გარანტირებულად დაცული“.

როგორც ვხედავთ, რუსეთის ასეთი ქმედებას მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტები აღშფოთებითა და რეზულუციებით ეხმანებიან, რაც ოკუპანტი რუსეთისათვის უკვე დიდი ხანია ღიმილის მომგვრელია, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას კი, როგორც სჩანს, არ გააჩნია არავითარი დეუკუპაციის სტრატეგიული გეგმა და პოლიტიკა აფხაზეთსა სამაჩავლოსთან მიმართებაში , პირიქით როგორც მედიით ცნობილი ხდება ზოგიერთი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს კანონის ოკუპაციიის შესახებ დარღვევით ჩამოსულ პუტინის პირად წარმომადგენელს ხვდება და რბილად რომ ვთქვათ მათგან ისმენს ქართველი ხალხისთვის აბსურდულ წინადადებას, რომ „ საქართველ თურმე უნდა შეეგუოს „რეალობას“ აფხაზეთსადა სამაჩაბლოსთან მიმართებაში.

საქართველოს ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, საქართველოს ხელისფლებამ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად გადადგან რეალური ნაბიჯები რუსეთის მიზანმიმართული მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და დეუკუპაციის დასაწყებად რაც რეალურ შედეგებს მოუტანს საქართველოს და არდარჩება სურვილების სახით გადმოცემულიფურცელზე, აფხაზეთსადა სამაჩაბლოში დაიწყება დევნილთა დაბრუნების პროცესი, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დემოკრაიული ქვეყნების ძალისხმებით თავიდან აცილებული იქნება რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციული ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში“- ნათქვამია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...