Home » მთავარი » ახალი საეკლესიო სკანდალი: მეუფე კალისტრატეს სასამართლოში უკვე მეორედ უჩივიან

ახალი საეკლესიო სკანდალი: მეუფე კალისტრატეს სასამართლოში უკვე მეორედ უჩივიან

დავით ცხვარაძე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლის, მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ სასამართლოში მორიგი სარჩელი შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ანი ლიპარიშვილი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ამჯერად, მეუფეს, რომელიც ამავე დროს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს „წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი“ დირექტორიც არის, საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელი ელენე კუპრაშვილი უჩივის.

ექიმ-ლაბორანტი ელენე კუპრაშვილი მეუფეს სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა დაიცავს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული გადაცდომა სახელდება.

მეუფე კალისტრატეს ინტერესებს საავადმყოფოს იურისტი გიორგი ჩხეიძე დაიცავს. ადვოკატი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

„დაველოდოთ სასამართლო პროცესს და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს“- განაცხადა მან. საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პროცესი, ჯერჯერობით, ჩანიშნული არ არის

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...