Home » მთავარი » ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა

ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა

,,ახალი საქართველო” – ამ სახელწოდებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა.15-მა სუბიექტმა, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა პირებმა გაერთიანებისკენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდეს.

“ახალი საქართველოს” წევრები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება და ოპოზიციური მერობის და საკრებულოს დეპუტატობის ერთიანი კანდიდატების წარდგენა.

ახალ ორგანიზაციაში სხვა ორგანიზაციებთან ერთად გაწევრიანებული არიან გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო”, პაატა დავითაიას “ევროპელი დემოკრატები”, მამუკა გამყრელიძის და გიორგი ვაშაკიძის “ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ზურაბ ხარატიშვილის “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის.”

Facebook Comments
x

Check Also

დღეს გიორგი სანაიას 45 წელი შეუსრულდებოდა

დღეს გიორგი სანაია 45 წელი შეუსრულდებოდა.  ჟურნალისტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი კოლეგები დღესაც, ტრადიციულად, ...