Home » მთავარი » „ახალი ტფილისი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „წლის საუკეთესო“-ს გამარჯვებულია

„ახალი ტფილისი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „წლის საუკეთესო“-ს გამარჯვებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „წლის საუკეთესო 2016“-ის ნომინაციაში „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაში“  გამარჯვებული პროექტი „ახალი ტფილისი“ და მის ფარგლებში განხორციელებული აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაა.

გამარჯვებული ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა და მას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი.

პროექტ „წლის საუკეთესო 2016“-ის ნომინანტებისთვის ხმის მიცემა 1 დეკემბრიდან – 25 დეკემბრის ჩათვლით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. კონკურსში  12 ნომინაცია და 36 ნომინანტი იყო წარდგენილი, საიდანაც საზოგადოებას საშუალება ჰქონდა წლის საუკეთესო პროექტები, ადამიანები, მოვლენები და ინსტიტუციები გამოევლინა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...