Home » მთავარი » ახალქალაქში პოლიციასა და ადგილობრივ სომხებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

ახალქალაქში პოლიციასა და ადგილობრივ სომხებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

ახალქალაქში პოლიციასა და ადგილობრივ სომხებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა სომეხმა მოქალაქემ მოტოციკლით გადაადგილებისას უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. პოლიციის თანამშრომელმა მძღოლი გააჩერა და ჯარიმის გამოწერა დაიწყო. კანონდამრღვევს გამვლელი მერსედესის მფლობელი ასევე სომეხი ეროვნების პირი გამოესარჩლა, რომელმაც გააჩერა თავისი კუთვნილი ავტომანქანა და პოლიციელს უხეშად მიმართა. სამართალდამცველმა არამკითხეს გზის გაგრძელება ურჩია, თუმცა ის არ დაემორჩილა მის მითითებებს და ყვირილი და მოტოციკლისტის დაცვა განაგრძო.  პოლიციამ მისი დაკავება სცადა. მერსედესის მძღოლის დაკავებაზე სომეხი ეროვნების ადგილობრივი წარმომადგენლები მოცვივდნენ და კანონდამრღვევის გათავისუფლება მოითხოვეს. მათი რიცხვი რამდენჯერმე მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც პოლიცია მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილა და ხულიგნობის და პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ორი პირი დააკავა. სიტუაციის გასანეიტრალებლად დამატებითი სამართალდამცავების და სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
ამ დროისთვის ახალქალაქში მდგომარეობა სტაბილურია

 

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს , ტექტს უცვლელად გთავაზობთ: ...