Home » მთავარი » ახალქალაქში სომხურ ენაზე გაკეთებული წარწერები გაჩნდება

ახალქალაქში სომხურ ენაზე გაკეთებული წარწერები გაჩნდება

jnews.ge-ს ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონული საკრებულოს დეპუტატების ინიციატივით, მომავალ წელს ახალქალაქის შესასვლელ-გასასვლელში საგზაო ბანერებზე წარწერები ქართულთან ერთად, სომხურ ენაზეც გაკეთდება. იდეის ავტორი და ინიციატორი სახალხო დეპუტატი შირვან შირინიანია.

«კანონში წერია, რომ ჩვენი უფლებები საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. სახელმწიფო ენასთან ერთად, უფლება მაქვს, ვწერო ნებისმიერ სხვა ენაზე, – ამით კანონს არავინ არღვევს. გსურს, შენი მაღაზიის თავზე ბანერი სომხურად განათავსო? – განათავსე, ინგლისურად გინდა — კი ბატონო! მთავარია, იქვე იყოს წარწერა ქართულ ენაზეც», – განაცხადა შირინიანმა.

სხდომის  მონაწილეებმა იმ ინიციატივასაც დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად სომხურენოვანი წარწერები უნდა გაკეთდეს ქუჩებსა და სოფლების აღმნიშვნელ საგზაო ნიშნებზეც.

წყარო: http://www.ekhokavkaza.com/a/28140683.html

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“მთავარის” დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ნიკა გვარამია -ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ...