Home » მთავარი » ახვლედიანი: მთელს აჭარაში სიებს ადგენენ! ესაა კვირიკაშვილის დაპირებული სანიმუშო საარჩევნო გარემო?!

ახვლედიანი: მთელს აჭარაში სიებს ადგენენ! ესაა კვირიკაშვილის დაპირებული სანიმუშო საარჩევნო გარემო?!

   ხვალ „ქართული ოცნება“ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. ამ თემას არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

  -„ოცნება ფორმითაც და შინაარსითაც უსახურ საბჭოთა პარტიულ წარმონაქმნად ჩამოყალიბდა! სამარცხვინოა მისი საარჩევნო კამპანიაც! სახელგატეხილი და რეიტინგდაცემული ოცნება ყველაფერს კადრულობს ძალაუფლების შესანარჩუნებლად! 13 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა აჭარას მაჟორიტარები უნდა წარუდგინოს. რეგიონში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა! ქუდზე კაციო, მოსულა საგანგებო ბრძანება თბილისიდან! მთელს აჭარაში სიებს ადგენენ (სამსახურების უფროსები აფრთხილებენ თანამშრომლებს, ურეკავენ სახლებში. ქუჩაში ნაცნობ-უცნობი ამას მეუბნება), ავალებენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეებს, გამოცხადნენ ერას მოედანზე პრემიერთან შესახვედრად. ასეთი რამ, ცხადია, არ უკვირთ აქაურებს! მსგავსი სამარცხვინო საქციელი უკვე მერამდენედ მეორდება ჩვენს კუთხეში! ესაა კვირიკაშვილის დაპირებული სანიმუშო საარჩევნო გარემო?! ასე უნდა მას და მის ირგვლივ მყოფ კლანურ დაჯგუფებას ქვეყნის განვითარება?! ოცნება დაუნდობლად, წესების გარეშე გვებრძვის მისთვის მიუღებელ, რეალურ ოპოზიციურ ძალებს! დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა მმარველი პარტიის ხელწერა გახდა! ოცნებას ამ უმსგავსო, მახინჯი ხერხებით საბოლოო განაჩენი გამოაქვს საკუთარი თავისთვის! ამავე დროს, რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, ამით იგი მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებას! მჯერა, საზოგადოება სათანადოდ აცნობიერებს სიტუაციის სიმწვავეს და არ მიცემს უფლებას ოცნებას, ქვეყანა კვლავ ღრმა კრიზისში და პოლიტიკურ სიბნელეში შეიყვანოს!”

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...