Home » მთავარი » „ახლა ჩვენი დროა! – განსახლების სამინისტროში უნდა მოხდეს სისტემური ცვლილება!“

„ახლა ჩვენი დროა! – განსახლების სამინისტროში უნდა მოხდეს სისტემური ცვლილება!“

მარინა ჩაჩუა

დევნილი

მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებით(ძნელია, მაგრამ საჭიროა”), აკადემიურად, პროფესიონალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და გავაგებინოთ ერთმანეთს,ხელისუფალთ, მსოფლიოს -დიდხანს გელოდით, ახლა ჩვენი დროა! თანამემამულენო! ამ ე.წ.რეფორმის კანონპროექტმა საბოლოოდ გააშიშვლა იმ ასევე ე.წ.რეფორმათა სერია, რაც ხორციელდებოდა 2000-2011წ.წ.-ში.”მოსახლეობის სოციალური დაცვის” სფეროში. განსხვაება ის არის, რომ მაშინდელი ე.წ.ხელისუფალნი ახერხებდნენ ლამაზი ფერებით შეფუთვას და საწამლავს მცირე-მცირე დოზით გვაპარებდნენ. ამ გზით მოახერხეს ის, რომ 2012 წლისთვის მივიღეთ სრულიად დეფორმირებული, დამახინჯებული, ბუნდოვანი დაჩეხილი “სოციალური დაცვის სისტემა”. ამ მიზნის მისაღწევად არჩეულ იქნა მოდელი, რომელზეც უარი თქვა მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულმა, დაბალგანვითარებულმა, ყოფილი დსდ-ს ქვეყნებმა.

პროექტი მუშავდებოდა ოთხი წელი, მას წინ უძღვოდა პროფესიული კადრების განთავისუფლება, ვინც კი წავიდა წინააღმდეგ. არსებობს იმ წლების ქრონიკა- სპეციალისტები, ექსპერტები პროგნოზირებდნენ ამ პროგრამის სავალალო შედეგებზე. მარტო შემუშავების პროცესში არამიზნობრივად დაიხარჯა ათობით მილიონი დოლარი იმ შეღავათიანი კრედიტიდან, რომელიც ამ მიზნებისთვის იყო გამოყოფილი. ისტორია ვრცელია და ამაზრზენი, ამიტომ ამაზე სხვა დროს, შევაფასებ ერთი წინადადებით – სხვა უამრავ დანაშაულთან ერთად ეს უმძიმესი დანაშაულია აქვს ჩადენილი “გიჟ მიშას”და მის “ნაგიჟართა გუნდს”, რომელიც შესაძლოა არ იცოდეს ფართო საზოგადოებამ და დიდი ეჭვი მაქვს არ იცის და არც ინტერესდება “ორჯერ ახალი” უმრავლესობა, პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი. რადგან 2012 წლის მერე არა თუ თუნდაც მცირე გაუმჯობესება სცადეს ამ ჩანერგილი დამანგრეველი “სიღარიბის დაძლევის პროგრამის”, არამედ ზედ აშენებენ “აბსურდების პირამიდებს”!

ამ დროს როგორ უხარიათ “ნაცბანდელებს”, როგორ აუჩქროლდათ გული დევნილებზე?! მათ ვურჩევდი, გადახედეთ თქვენი რეჟიმისდროინდელ ნამოქმედარს, აღიარეთ დანაშაული (მაინც არავინ დაგსჯით) და მერე იქნებ მოვისმინოთ თქვენი “ბრძნული ნაფიქრალი”. ასე დაგვცინიან 24 წელია, მაგრამ აი ეს ბოლო მართლა იმდენად მდაბიო და მათხოვრულია, რომ განხილვას არ ექვემდებარება. ამის ისე გაფიქრებაც კი სამარცხვინო იყო, არა თუ მასზე მუშაობა და 49 გვერდზე გადანაწილება, ნეტა რამდენი თვე მუშაობდნენ მართლა საცოდავები? დამეთანხმებით ამაზე სერიოზულად საუბარიც, მათი დაფასებაა.

ამიტომ, მეგობრებო, ჩვენ ხომ ვიცით ერთმანეთი, ჩვენი არააქტიურობა წლები რასაც გვაბრალებენ არ იყო გამოწვეული იმით, რომ ვეგუებოდით აბსურდებს, ეს იყო საოცარი თმენის უნარი. ვერ ვიჯერებდით, რომ საკუთარ ხელისუფლებას შეეძლო გაეწირა ასე ადამიანი, წაერთმია მისთვის კონსტიტუციური უფლება -ცხოვრების უფლება! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი -ჩემო თანამემამულე დევნილებო! მართალია ჩვენ გვაქვს ის სპეციფიკა, რომ საკუთარ სახლ-კარი დავკარგეთ, 24 წელია 50% კვლავ საცხოვრისის გარეშე ვართ, სოციალურზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ 24 წელია ადგილობრივ უსახლკარო და გაჭირვებულ ოჯახებს პერიოდულად ყურს ხვდებათ – “ამდენი დევნილი ოჯახი ჩავასახლეთ”, “ამდენს დავუკანონეთ” და სრულიად ბუნებრივია ზოგიერთის რეაქცია- აღარ დამთავრდა ეს დევნილები, მე როდის მეღირსება რამეო. ამიტომ ასეთ გამონათქვამები ნუ გაგაღიზიანებთ.

ასეც პროექტის ნაწილია – თვითშეგნების დაქვეითება, ადამიანების დამონება, ხელისუფლებაზე დამოკიდებულიბის ზრდა, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჯერ მოახერხეს ადგილობრივის და დევნილის, შემდებ დევნილები ერთმანეთთან. ჩვენ უნდა დავდგეთ ყველაფერზე მაღლა და ერთად- სრულიად საზოგადოება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიწყებთ რა თქმა უნდა უპირატესად დევნილები, დევნილთა გაერთიანებები- ჩამოვყალიბდებით, შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას. ვინც მხარს დაგვიჭერს გულით, კეთილსინდისიერად, უანგაროთ – “ესეც” გამოჩნდება და “ისიც”, ჩვენ ამას ვერც შევაჩერებთ და ვერც ავკრძალავთ, არც ვიჩხუბოთ და არც დავუპირისპირდეთ,მივყვეთ ჩვენს საქმეს. ჩემი აზრით პირველი რაც უნდა მოვითხოვოთ და ვფიქრობ, ეს უმრავლესობის აზრია – ხსენებული დოკუმენტის ლიკვიდაცია! მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ- განსახლების სამინისტროში უნდა მოხდეს სისტემური ცვლილება, რაც გულისხმობს პირველ რიგში “განსახლების კრიტერიუმების” არა გადახედვას, არამედ ასევე ლიკვიდაციას! რატომ?ამაზე არის პასუხები იმ შედეგების ანალიზის საფუძველზე, რაც მისი შემოღებიდან დღემდე მის საფუძველზე ხორციელდება და რაც მთავარია იგი გადაჯაჭვულია და ვეღარ სუნთქავს ზემოთ ხსენებულ “ნაცშემოქმედების” -“სოციალურად დაუცველთა ბაზის”გარეშე, იქამდეც უნდა მივიდეთ!

მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებით(ძნელია, მაგრამ საჭიროა”), აკადემიურად, პროფესიონალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და გავაგებინოთ ერთმანეთს,ხელისუფალთ, მსოფლიოს -დიდხანს გელოდით, ახლა ჩვენი დროა!

1 თებერვალს 13:00 საათზე აქცია დევნილთა სამინისტროსთან გაიმართება.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...