Home » მთავარი » ახლო აღმოსავლეთში დუღილის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად აიწევა

ახლო აღმოსავლეთში დუღილის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად აიწევა

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

ერაყში დღეს ქურთების რეფერენდუმი ტარდება დამოუკიდებელი ქურთისტანის ჩამოყალიბების მიზნით.
ერაყის ხელისუფლება გმობს რეფერენდუმს.

ქურთები ახლო აღმოსავლეთში 25-დან 40 მილიონამდე ადამიანს შეადგენს. მჭიდროდ არიან დასახლებული ძირითადად რამდენიმე სახელმწიფოში. მათგან ნახევარი თურქეთში ცხოვრობს, რაც თვით თურქეთის მოსახლეობის თითქმის მეხუთედს შეადგენს, დანარჩენი ნახევარი კი სირიაში, ერაყსა და ირანში.
რეფერენდუმს და ქურთების მიერ სახელმწიფოს შექმნას ერაყს გარდა ეწინააღმდეგებიან თურქეთი, ირანი, სირია.

მოკლედ, ქურთების თვითგამორკვევის პროცესის გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში დუღილის ტემპერატურას კიდევ უფრო მეტად აწევს.

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...