Home » მთავარი » ახმეტელებს სახალხო დღესასწაული „ბიძინაობა“ პოლიტიკოსებმა მიულოცეს

ახმეტელებს სახალხო დღესასწაული „ბიძინაობა“ პოლიტიკოსებმა მიულოცეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ახმეტაში სახალხო დღესასწაულს „ბიძინაობას“ დაესწრო.  დეპუტატობის კანდიდატმა ახმეტელებსა და სრულიად საქართველოს დიდმოწამის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე მიულოცა. გარდა ამისა, გელა სამხარაულმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ თელავში ახალი სპორტის სასახლის საძირკვლის ჩაყრაში.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი, კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...