Home » მთავარი » ბავშვთა დაცვის დღე კლინიკა „ლანცეტში“ – საქველმოქმედო საღამო

ბავშვთა დაცვის დღე კლინიკა „ლანცეტში“ – საქველმოქმედო საღამო

1 ივნისს, 1 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კლინიკა „ლანცეტში“ ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებისათვის მოეწყობა საქველმოქმედო საღამო – „ბავშვები ბავშვებისათვის“ – „ლანცეტის“ (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ)  თანამშრომლების შვილები უმასპინძლებენ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და ბერია ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს. მოეწყობა ფონდის ბავშვების ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას მოხმარდება.

საღამოს დასასრულს ფონდების ხელმძღვანელები  კლინიკის ხელმძღვანელთან გააფორმებენ მემორანდუმს, ფონდების ბენეფიციარი ბავშვებისათვის გარკვეულ სერვისებზე უფასო მომსახურების თაობაზე.

კლინიკის სახელით და მეგობარი კომპანიებისგან ბავშვებს გადაეცემათ საჩუქრები.

Facebook Comments
x

Check Also

საბერძნეთმა ქალი პრეზიდენტი პირველად აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი პრეზიდენტი აირჩია. 63 წლის კატერინა საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა ...