Home » F-vews » „ბათუმი გელოდებათ გაზრდილი ფასებით! რკინიგზამ” ხომ სულ ,,გააბედნიერა” მგზავრები!“

„ბათუმი გელოდებათ გაზრდილი ფასებით! რკინიგზამ” ხომ სულ ,,გააბედნიერა” მგზავრები!“

F-news

ზაზა სიამაშვილი

ბათუმი გელოდებათ, მაგრამ გაითვალისწინეთ კიდევ უფრო გაზრდილი ფასები, რომელიც გადამწყვეტია თქვენი ბიუჯეტისთვის!

აქ მავანს და მავანს 2-3 დღეში სურს როკფელერობა!!! ნუ ენდობით ,,ფასდაკლებებს” – აქ ფასდაკლებას უწოდებენ 1-2 ლარით დაკლებას! ერთადერთი ადგილი, სადაც ჯერ კიდევ შეშაზე გამომცხვარი აჭარულია, ,,პორტო ფრანკოა”! დიდი ხნით თუ მოდიხართ, თან წამოიღეთ პროდუქტი! თუმცა, მალე ,,კარფური” იხსნება!!! ფასები შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო მაღალია!!! ,,საქართველოს რკინიგზამ” ხომ სულ ,,გააბედნიერა” მგზავრები!!!

ასე ,,ზრუნავს” სახელმწიფო ტურიზმის ,,განვითარებაზე”!!!!!

მხოლოდ ბათუმში პიცა განუზომელი რაოდენობის მაიონეზით, იმერული ყველით ან სულგუნით, მონადირული ძეხვით და გაუგებარი ინგრედიენტებით! და ეს ეგრეთ წოდებული პიცა 12-16-20 ლარი (თუ მიირთმევთ, თან იქონიეთ ნო=შპა და სხვა მომნელებელი მედიკამენტები!)….

ჰო, კიდევ წყალი 2-3 ლარი (0.50ლ) და კოკა-კოლა 5-6 ლარი (0.50ლ)…

ერთი ამბავი, ჩემი უფროსი მეგობრისგან გაგონილი: ნიაზ დიასამიძეს მემაწვნე მიადგა.

,,რა ღირს შენი მაწონი?

– 20 მანეთიო.

რაა, კაცო, ასე ძვირიო?!- უკითხავს ნიაზს.

რა ვქნა, ძმაო, ვალი მაქვსო” – მიუგო მემაწვნემ….

ასეა, ბათუმური მარკეტების, სუპერ-ჰიპერ-ჯიგრულ-ჰაი-(და სხვა პრეფიქსიან)-მარკეტების პატრონებს ვალები აქვთ…. მთავრობა კი ,,ზრუნავს” ტურიზმზე, მთავრობას ვალი არ აქვს….. ,,საქართველოს რკინიგზავ”, შენ ვისი ვალი გაქვს?!

Facebook Comments
x

Check Also

ჩალაგაშვილმა პროკურატურის მთავარ ჭიშკარზე ბოქლომის ჩამოკიდება მაინც შეძლო

ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. მანამდე მათ პროკურატურის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოქლომის დადებას თავდაპირველად ...