Home » მთავარი » ბათუმში ვითარება განიმუხტა, ქალაქს სპეცდანიშნულების რაზმი აკონტროლებს

ბათუმში ვითარება განიმუხტა, ქალაქს სპეცდანიშნულების რაზმი აკონტროლებს

ბათუმში ვითარება დილის 6 საათისთვის განიმუხტა.

დმტვრეული მანქანები, ჩალეწილი შუშები, დარბეული ინფრასტრუქტურა-ასე გამოიყურება ბათუმი ამ დილით.

აქციის მონაწილეებს მიმართეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა.

-„ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩეი დავალებით ჩავიდა ბათუმში, ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმნისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებულ იქნა, დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები, არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევას, შეგნებულად უკეტებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიმშვიდისკენ მოუწოდა მოსახლეობას პრეზიდენტმაც.

-“ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა. გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ. მოვუწოდებ ხელსუფლებას დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება, მოვუწოდებ საზოგადოებას პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვინაიდან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი და დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას”-ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში.

აქციის მონაწილეების მოქმედება უმართავ აგრესიაში გადაიზარდა. მოქალაქეების ჯგუფი მანქანებს ცეცხლს უკიდებდა, ქალაქის ინფრასტრუქტურას ამტვრევდა,  პოლიციას და ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებდა. პოლიციამ ეს მოქალაქეები დააკავა.

ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებს სპეცდანიშნულების რაზმი აკონტროლებს.

“სანდასუფთავების” თანამშრომლები ქუჩებს ასუფთავებენ, ცხოვრება ნელ-ნელა ბრუნდება ჩვეულ კალაპოტში.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...