Home » მთავარი » „ბათუმში მდგომარეობა დაიძაბა, ჭავჭავაძეზე სპეცნაზია მობილიზებული, დაკავებულია აქციის მონაწილე“

„ბათუმში მდგომარეობა დაიძაბა, ჭავჭავაძეზე სპეცნაზია მობილიზებული, დაკავებულია აქციის მონაწილე“

ამ წუთებში ბათუმის აქციიდან მერაბ ღოღობერიძე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ აქციაზე სიტუაცია იძაბება.

-„ჭავჭავაძეზე მობილიზებულია სპეცნაზი, მოხდა აქციის ნაწილობრივი დაშლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქციის ერთი მონაწილე ცემეს და დააკავეს, მოქალაქეებმა მასობრივად გამოსვლა დაიწყეს. ამ წუთისთვის ჭავჭავაძეზე ათასამდე ადამიანია შეკრებილი. მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია, იმედია ეყოფათ გონიერება და ხალხს არაფერს დაუშავებენ, არ გადააყოლებენ ერთ ადამიანს ამდენი ადამიანის კიდევ ნდობას“-განაცხადა ღოღობერიძემ.

ტელეფონში ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი-„წადი! წადი!“.

x

Check Also

ლაშა ნაცვლიშვილი: ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ...