Home » მთავარი » ბათუმში მომხდარი აფეთქებისას ორი მცირეწლოვანი დაშავდა

ბათუმში მომხდარი აფეთქებისას ორი მცირეწლოვანი დაშავდა

ბათუმში, კიროვის და ჯინჭარაძის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს მდებარე სახცოვრებელ სახლში მოხდა. აფეთქების შედეგად მრავალსართულინი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მთლიანად დანგრეულია.

ძლიერი აფეთქების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა საცხოვრებელი სახლები და მანქანებიც დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...