You are here
ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამედიცინო ცენტრ “ინტერმედიკასთან” რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, დედას ბავშვი გზაზე გადაჰყავდა, რა დროსაც ბავშვი მას გაუსხლტა და გადაირბინა.

არასრულწლოვანი იქვე ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს, ის კონტაქტური იყო. მოგვიანებით კი მშობლებმა დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში საკუთარი წაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები არიან მობილოზებული. ისინი ავტომობილის მძღოლს კითხავენ.

 

 

Comments

comments

Related posts