Home » ბლოგი » “ბალასტი” შეურაცხყოფა თუ იყო “ჭაობი” მოფერებაა? ასეთ შოუებს რეალური საექსპერტო რეკომენდაციები აჯობებს

“ბალასტი” შეურაცხყოფა თუ იყო “ჭაობი” მოფერებაა? ასეთ შოუებს რეალური საექსპერტო რეკომენდაციები აჯობებს

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ.

რას ნიშნავს “დავაშროთ “ჭაობი”?

ალბათ ჭაობში იგულისხმება, უკეთეს შემთხვევაში ბიუროკრატია, როგორც ზოგადი ცნება, უარეს შემთხვევაში კი – საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანები, ხომ?

გარკვევას იცით რაში გთხოვთ? შსს-ს მინისტრმა “ბალასტი” რომ გამოიყენა, ფაქტიურად იგივე კონტექსტში, ერთი ამბავი ატყდა, “ჭაობი” კი არ იწვევს არავის პროტესტს. რატომ?

აქვე განვმარტავ ორთავე ტერმინის არსს და ჩემს პოზიციასაც კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.

გინებად არც “ბალასტი” ითვლება და არც “ჭაობი”. ორთავე შემთხვევაში გამოყენებული იქნა იმ გაგებით, რომ ზედმეტი ტვირთი მოსაშორებელია.

თუმცა, თუ სიტყვა “ბალასტი” პირდაპირი გაგებით ნიშნავს ზედმეტ ტვირთს, გამოიყენება ფლოტში,- სპეციალური ტვირთია ხომალდის გასაწონასწორებლად, მისი სიმყარისათვის, ასევე დიდ ავიაციაში (სმაილი), – აეროსტატების სიმაღლის რეგულირებისათვის, “ჭაობი” უფრო დამაკნინებელი ფორმაა.

“ჭაობი” ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ზედმეტ საშტატო თანამდებობას, მეორენაირად გაბერილ შტატებს ნიშნავს, არამედ ჭაობში იგულისხმება ისეთი პერსონალი, რომელიც დაბალი კვალიფიკაციისაა, ვერ ვითარდება და პერსპექტივა არ აქვს.

მოკლედ, “ჭაობი” უფრო ცუდი ფორმაა, ვიდრე “ბალასტი” და რატომ არ ახმაურდა მესამე სექტორი მიკვირს.

ახლა რაც შეეხება ოპტიმიზაციას.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ნებიემიერ თანამდებობაზე თავისი საქმის მცოდნე ადამიანი უნდა მუშაობდეს.

როცა ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ან კონკრეტული სტრუქტურას უწევს ხარჯების შემცირება, ამას ოპტიმიზაცია (ეკონომია) ჰქვია. ხარჯების შემცირება ყოველთვის არ ნიშნავს საშტატო ერთეულების გაუქმებას.

როცა მიმდინარეობს ფუნქციათა გადახედვა, გადანაწილება, ახალი ამოცანების დასახვა და სხვა, შესაძლოა განხორციელდეს სტრუქტურული ცვლილებები, რასაც რეორგანიზაცია ჰქვია.

ორთავე შემთხვევაში შესაძლებელია საშტატო თანამდებობების ცვლილებები, მათ შორის მათი შემცირება, ორთავე პროცესისას შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სამსახური კვალიფიციურმა კადრებმაც დასტოვოს, რადგან არაკვალიფიციური უბრალოდ არ უნდა მუშაობდეს.

მაშინ, როცა კვალიფიციური მიდის და არაკვალიფიციური რჩება, ეს არც რეორგანიზაციაა და არც ოპტიმიზაცია. ამას წმენდა ჰქვია.

რაც ახლა აღვწერე, ზოგადი თეორიაა.

ახლაც რაც შეეხება გირჩის ინიციატივას.

“ჭაობი” რომ დამაკნინებელია და ინიციატივისთვის არასწორი სლოგანია, უკვე ვთქვი.

მთავრობომ გამოჰყოს ყველა უწყებიდან ერთი თანამშრომელი და დავაკვირდებითო. თუ მართლა, როგორც თვითონ სთქვეს, “ჭაობის” გამოვლენა სურთ, მთელ სტრუქტურას (სამინისტროს, დეპარტამენტს, სამმართველოს) უნდა დააკვირდე.

ერთი ადამიანის დაკვირვებით რა უნდა გაარკვიო? ჯერ ერთი მაგ ინიციატივაზე უარს მიიღებენ და სწორიც იქნება. მეორეც, რომც დასთანხმდეს მთავრობა, გამოჰყოფენ ყველაზე დაკავებულ თანამშრომელს, მაგალითად დამლაგებელს, რომელიც დილიდან საღამომდე ალაგებს. დაჯეგით და გადაუღეთ ვიდეო.

ან გამოჰყოფენ თანამშრომელს, რომელიც დილიდან საღამომდეს, ზენორმატიულად მუშაობს და მაინც ვერ ასწრებს, იმ მიზეზით, რომ საქმე აქვს ბევრი და არა იმიტომ, რომ მუშაობა არ იცის. მერე?

ამიტომ ამ ინიციატივის არც სლოგანი მომწონს და არც შინაარსი. არც მარიხუანას თუ რაღაც ოხრობის სარეკლამო დათესვა მომწონს, არც სავალდებულო სამსახურის ინსტიტუტის შერყევის მოწოდებები.

მიმართულება კარგია. მთავრობას უნდა ჰყავდეს ჩასაფრებული ოპოზიცია. ოღონდ სწორი ინიციატივებით გამოდით, სწორი გათვლებით, სწორი რჩევებით.

აი მაგალითად, დათვალეთ ჯიპების გაყიდვით და სედანებზე გადაჯდომით რა ეკონომიის გაკეთებაა შესაძლებელი? შესაძლებელია თუ არა სამივლინებო ხარჯების შემცირება? შესაძლებელია თუ არა კომუნალური ხარჯების (დენი, გაზი, წყალი) ეკონომია? შესაძლებელია თუ არა საოფისე ხარჯების შემცირება? შესაძლებელია თუ არა უახლოესი 5-10 წელი უარი ვთქვათ საოფისე ავეჯის, საოფისე ტექნიკის, კომპიუტერების, მობილურების ან ავტომობილების შეძენაზე და სხვა.

ახლახან ვუცქირე ისრაელის თავდაცვის მინისტრს კაბინეტში. ისეთი მოკრძალებული კაბინეტი და მაგიდა ჰქონდა… მერე გვიკვირს რატომაა ისრაელი წარმატებული.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...