The Washington Post წერს, რომ ტელეშოუში Full Frontal ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰელოუინთან დაკავშირებით „საშიში ისტორია“ მოყვა, რომელიც ეხება არჩევნებს და იმ პროცესებს, თუ ახალგაზრდობა არჩევნებზე არ წავა.
წამყვანის კითხვაზე -რა იქნება ეს საშიში ისტორია, ობამამ უპასუხა:
-„დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი!“
ობამა ტელეშოუში Full Frontal
ამ ბოლო პერიოდის მანძილზე ობამა დამოდის ყველა ტელევიზიით, მონაწილეობას იღებს ყველა თოქ-შოუებში და ინტერნეტ-გადაცემებში. ის ყველგან მოუწოდებს ახალგაზრდებს მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
-„თქვენ გინდათ კოლეჯში სწავლის გაგრძელება და სიარული? ჰილარის ამ საკითხზე კარგი გეგმა აქვს, ტრამპს კი-არა!“-მიმარტავს ეკრენიდან ობამა ახალგაზრდებს.
ABC News-ის გამოკითხვით, ბოლო კვირას ტრამპმა პირველად გაუსწრო კლინტონს 1%-ით. გამოკითხვის შედეგები Washington Pos-მა გამოაქვეყნა.