Home » მთავარი » “ბატონო მინისტრო, გვირაბის ბოლოს ნათელის გამოჩენას ველი!”

“ბატონო მინისტრო, გვირაბის ბოლოს ნათელის გამოჩენას ველი!”

ნინო ოთარაშვილი-დანელიასი

ეს მცხეთის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსაწავლეები არიან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში თბილისის ტექნოპარკსა და მცხეთის სამხარეო პოლიციას სტუმრობდნენ. მოისმინეს უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების შესახებ, შეხვედრებზე დასვეს შეკითხვები და საკუთარ პროფესიაში წარმატებული ადამიანების პასუხებიც უმნიშვნელოვანესი იყო მათთვის.

15390807_1371618449538815_1120390388101319306_n 15492236_1371618649538795_3991255435383708107_n
სამი სესია ჩაუტარდათ და გაიგეს, რომ პროფესიის არჩევას და საკუთარი კარიერის დაგეგმვას სერიოზულად უნდა მოეკიდონ, გაარკვიონ რა უნდათ, რა შეუძლიათ და როგორია ბაზრის მოთხოვნა.

მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც მოტივირებულები, ახალი შეხვედრებისა და ინფორმაციების მოლოდინით ელიან ჩემს შეხმიანებას, მე კი ძალიან მიჭირს მათთვის და კიდევ მცხეთის დანარჩენი 27 სკოლის მოსწავლეებისთვის იმის თქმა, რომ მინისტრმა, ასე ერთი ხელის მოსმით, ჩვენი სამსახურის მთლიანად გააუქმება გადაწყვიტა. ყოველგვარი კვლევებისა და დასკვნების გაკეთების გარეშე, ამ პოზიციისთვის ორჯერ კონკურსგავლილ, გადამზადებულ და სამწლიანი გამოცდილების სპეციალისტებს თავდაუზოგავი შრომისთვის სახლში გაშვებით გვაჯილდოვებს!

15284878_1371618812872112_2154846073077424687_n 15380840_1371618856205441_5474689817831990792_n
მიჭირს ჩემი შვიდი შვილისთვის იმის ახსნა, თუ რატომ ვეღარ ივლიან მეცადინეობებზე, მუსიკაზე, ხატწერაზე, რატომ ვეღარ მოიტანს მათი სანტა საახალწლო საჩუქრებს.
არ ვიცი, რა ვთქვა!
გვირაბის ბოლოს ნათელის გამოჩენას ველი!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე ...