You are here
ბაქო აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მინისტერიალს უმასპინძლებს ეკონომიკა მთავარი რეგიონი 

ბაქო აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მინისტერიალს უმასპინძლებს

ბაქო ხვალ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მინისტერიალს უმასპინძლებს.

შეხვედრაში მონაწილეობას სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს.

საუბარი გეოპოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს შეეხება. აზერბაიჯანში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მალე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ამოქმედდება, რაც ქვეყნებს შორის კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს.

მსგავს ფორმატში შეხვედრებს საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა, როდესაც მინისტერიალი თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში გაიმართა.

 

Comments

comments

Related posts