Home » მთავარი » ბაჩო ახალაიას ახალი ადვოკატი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნება

ბაჩო ახალაიას ახალი ადვოკატი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნება

ბაჩო ახალაიას ახალი ადვოკატი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნება. ანი ნადარეიშვილი დღეს ახალაიას პროცესზე პირველად გამოვიდა.

სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეზე ახალაიას ინტერესებს ანი ნადარეიშვილის გარდა, მალხაზ ველიჯანაშვილიც იცავს.

პროცესი ამ წუთებში დახურულ რეჟიმში ბრალდების მოწმეთა დაკითხვით მიმდინარეობს. საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა პროცესის დახურვის შუამდგომლობის დასაბუთებისას მიუთითა, რომ დღეს დასაკითხი მოწმეები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გააჟღერებდნენ, რისი გახმაურებაც კანონით იკრძალება.

ბრალდების შუამდგომლობას ბაჩო ახალაია და მისი ადვოკატები არ დაეთანხმნენ.

როგორც ბაჩო ახალაიამ განაცხადა, მას დამატებით 60 000 ლარის გაფლანგვას ედავებიან და ამაში საიდუმლო არაფერი არ არის. ბრალდებულის თქმით, სხდომა არ უნდა დახურულიყო.

თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დამსწრეებს დარბაზი დაატოვებინა. მოწმეების დაკითხვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

imedinews.ge

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...