Home » მთავარი » “ბედი უნდა ყველაფერს, რა სიკეთეს უნდა ელოდე,მეკვლედ მაკკეინი რომ მოგევლინება…”

“ბედი უნდა ყველაფერს, რა სიკეთეს უნდა ელოდე,მეკვლედ მაკკეინი რომ მოგევლინება…”

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე საქართველოში ჯონ მაკკეინის ვიზიტს ეხმიანება:

-“როდესაც ამერიკაში ორი სენატორი კამათობს,აფრიკაში ომი იწყებაო,კისინჯერმა ბრძანა,თუ არ ვცდები.
სამი სენატორის ვიზიტი ახლო უკრაინაში,ბალტიისპირეთში და ბოლოს. მათი მეკვლეობა საქართველოში,ისევე როგორც მათი რიტორიკა, კონკრეტულად ასახავს წინააღმდეგობას  ტრამპსა და მაკკეინის ფრთას შორის რუსეთთან მიმართებაში.

ამავე დროს,მაკკეინი და ლინდსი გრემი დემოკრატების საგარეო პოლიტიკურ მიდგომებისკენ იხრებიან ამ საკითხში, რაზეც რაც რესპუბლიკურ პარტიაში სერიოზულ წინააღმდეგობებზე მიანიშნებს.
გასაგებია მათი განზრახვა-რაც შეიძლება მეტი პრობლემები გაუჩინონ რუსეთს,რათა დაასუსტონ მისი პოზიციები გლობალურ წინააღმდეგობაში.

საქმე ისაა,რომ ჩვენ ეს ბატონები თავიანთი გეგმების ბრმა შემსრულებლებად განგვიხილავენ ,როგორც მაგალითად, 2008 წელს და წინააღმდეგობის შემთხვევაში მზად აქვთ შანტაჟის ინსტრუმენტები.
მათ ცხადია,სრულიად არ აინტერესებთ,რა დაგვემართება ამის შედეგად ჩვენ.

“მხოლოდ ბიზნესი,არაფერი პირადი”-როგორც ამბობენ ასეთ შემთხვევაში.

ჩვენ კი უნდა ვეცადოთ,რომ თავი არ შეგვაყოფინონ გეოპოლიტიკურ დოლაბის ქვებში.
მოკლედ ბედი უნდა ყველაფერს, რა სიკეთეს უნდა ელოდე,მეკვლედ მაკკეინი რომ მოგევლინება,თანაც უკრაინაში თავის საყვარელი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...