Home » TV გადაცემები » “ბედნიერი ვიქნებით თუ ეს ჰიპოთეზა დამტკიცდა”

“ბედნიერი ვიქნებით თუ ეს ჰიპოთეზა დამტკიცდა”

ბოლო დღეებში საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას, ასევე ტუბერკულიოზის, ე.წ. ბეცეჟეს აცრები ადამიანებს კორონავირუსისგან იცავს, ან დაინფიცირებულები იოლ ფორმებში გადაიტანენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ეს ჰიპოთეზა დამტკიცდება ძალიან ბედნიერი ვიქნებით, რადგან ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა არის აცრილი ამ ვაქცინებით, როგორც ძველი ასევე ახალი თაობა და სხვა ქვეყნებთან შედარებით დაცული ვიქნებით.
პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში 2200 ადამიანზე მეტს ჩაუტარდა “კოვიდ 19″-ზე ტესტირება და აქედან მხოლოდ 110 პაციენტს დაუდასტურდა ამ დრომდე ინფექცია.
მან ასევე სოფლის ექიმების მიმართ მადლიერება გამოხატა.
” სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის სოფლის ექიმისთვის და ასევე საზოგადოებრივი ცენტრის ჯანდაცვის დირექტორისთვის პერსონალური ტრენინგი არასდროს ჩამიტარებია თუმცა ისინი გაეცნენ ჩვენს ვებ-გვერდს და მისი საშუალებით გამოავლინეს რამდენიმე დაინფიცირებული, შემდეგ კი ჩვენ ისევ მათივე დახარებით დავადგინეთ ათეულობით კონტაქტი დაავადებულთან.”-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...