Home » მთავარი » ბედუკაძე კუკავას პასუხობს

ბედუკაძე კუკავას პასუხობს

ლადო ბედუკაძის საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით, გლდანში მაჟოტარობის კანდიდატი კახა კუკავა ,,ალიასთან“ მიცემულ ინტერვიში  ამბობს, რომ ბედუკაძის კლიპი ეთერში ხელისუფლების დავალებით მოხვდა. პარტიის რეგისტარაციაზე პასუხისმგებლობა წულუკიანს ეკისრება.

,,არავისთვის დასამალი არ არის, რომ ბედუკაძეს ხელისფულებაში ჰყავს ლობისტები. ის რომ ბედუკაძის პარტია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა არის იუსტიის მინისტრის თეა წულუკიანის პასუიხისმგებლობის საკითხი და არა ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიასი. წულუკიანმა რომ დაარეგისტრირა ,,ცენტრისტები“, ესეიგი ეს იყო მთავრობის დავალება.  ის რომ საზოგადოებრივმა არხმა გაუშვა ბედუკაძის სკანდალური საარჩევნო კლიპი იყო უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება…მე, არ ვიცი, რა არის ამის მიღმა, მაგარმ არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებიდან ვიღაცა შეჰპირდა რუსებს რომ ეს რეკლამა საზოგადოებრივ არხზე იტრიალებდა. ცალსახაა ხელიფლების კვალი ამ საქმეში“-აცხადებს კუკავა ,,ალიასთან“ ინტერვიუში.

კუკავას ბედუკაძე სოციალური ქსელით პასუხობს.

-„პასუხი:
1. ბედუკაძეს ხელისუფლებაში ლობისტები არ სჭირდება და საერთოდ არ ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლება ჰყავს,რადგან ნეოფაშისტებთან კოაბიტაცია და აშშ-ს საელჩოს დავალებების უსიტყვო შესრულება (ჩვენი აკრძალვით) ეს არაა “ჭეშმარიტი” ხელისუფლების მისია,
2. “ცენტრისტები” წულუკიანს არ დაურეგისტრირებია და 2002 წელს ევროპაში სწავლობდა, რეგისტრაციაში სრულიად კანონიერად გაატარა ქალბატონმა ჟვანიამ და მანვე უკანონოდ მოხსნა.
3. “საზმაუსთვის” კლიპის გაშვება ჩვენს გარდა არავის დაუვალებია და ამის კანონიერი უფლება გვქონდა , რაც მათ უკანონოდ შეგვიზღუდეს და უნამუსოდ მოიქცნენ,
4. რუსებს ვინ რას შეპირდა ხელისუფლებიდან და რას არა, ვერ გეტყვით, მე ვიცი მე რას ვპირდები საქართველოს-წერს ლადო ბედუკაძე.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...