Home » მთავარი » ბევრია წინაპირობა, რომელიც მედიის თავისუფლების კუთხით სერიოზულ ეჭვებსა და შეშფოთების მიზეზებს გვაძლევს!

ბევრია წინაპირობა, რომელიც მედიის თავისუფლების კუთხით სერიოზულ ეჭვებსა და შეშფოთების მიზეზებს გვაძლევს!

არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი

-“2003-04 წლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რაც მედიაში მოხდა, მახსოვს იყო, ის რომ ტელეკომპანია “მზე”, რომელიც მაშინ რეიტინგებში “რუსტავი 2”-საც კი უსწრებდა დროდადრო, გახდა ჯერ აპოლიტიკური, ანუ დაუხურეს საინფორმაციო სამსახური მენეჯმენტში ბეჟუაშვილის წარმომადგენლის შესვლის შემდეგ და მისცეს გასართობი არხის ფუნქცია, მეორე მხრივ, ორიოდე წელში ტელეკომპანია “იმედმა” სახელიუფლებო პროპაგანდაზე დაიწყო მუშაობა (მიზეზები და მოცემულობები ყველას გვახსოვს), აღარაფერს ვამბობ საზმაუზე, შემდეგ მოჰყვა სხვა არხებზე ზეწოლები და ა.შ.

2012 წლის შემდეგ მედიამ ბევრად უფრო დაიბრუნა მედიის ფორმაც და სახელიც, თუმცა 2016 წელს არაერთი გარემოება და რისკი გაჩნდა ისეთი, რომელიც ძველი ხელისუფლების დროინდელ აქტივობებს მაგონებს. იმედი მაქვს, ტელეკომპანია “მაესტრო” არ გაიზიარებს 2017 წლიდან ტელეკომპანია “მზის” ბედს, რაც თუ ასე მოხდა, ნამდვილად შექმნის შეშფოთების მიზეზს მედიის თავისუფლების კუთხით, მეორე მხრივ, უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ საკმაოდ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები პრაქტიკულად არ დადიან დებატებში, ევაჭრებიან ტელეკომპანიებს პროდიუსერებს იმაზე, რომ ცალკე მიიწვიონ გადაცემებში, ვაჭრობენ ლამის თითოეული შეკითხვის თემაზე და ა.შ. ესეც სკმაოდ საგანგაშო ფაქტია. ასევე დასკვირვებელი ფაქტია ისიც, თუ რატომ წავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, რომელიც აქამდე საკმაოდ ენერგიულად ებრძოდა მათ, ვინც ცდილობდა მის მოშორებას, არჩევნების შემდეგ კი ასე, უცბად და გადაწყვეტილად უარი თქვა დაკავებულ თანამდებობაზე.

მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრია წინაპირობა, რომელიც მედიის თავისუფლების კუთხით სერიოზულ ეჭვებსა და შეშფოთების მიზეზებს გვაძლევს საზოგადოებას.

იმედი მაქვს, რომ “ქართული ოცნება”, რომლის პირდაპირი დამსახურებაა მედიის განთავისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” კლანჭებიდან, ახლა თავად არ დაემსგავსება წინამორბედ ხელისუფლებას და თავად არ დაიწყებს მეორედ არჩევის შემდეგ მედიის შევიწროებასა და პოლიტიკურ ზეწოლას.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე ვაქცინებთან დაკავშირებით – მისი ერთი სერიოზული განცხადება მითხარით, რაც სიმართლეს შეესაბამება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ...