Home » მთავარი » ბელგიაში ტერორისტები დააკავეს

ბელგიაში ტერორისტები დააკავეს

ბელგიის პოლიციამ დაგეგმილი ტერაქტი ჩაშალა. დაკავებულია ორი ძმა, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.

ჩატარებული ოპერაციის და ტერორისტების დაკავების შესახებ ინფორმაცია ბელგიელმა ძალოვანებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.

ანტიტერორისტული ოპერაცია 8 სახლში ჩატარდა, რომლებიც მონსის და ლიგის ფრანგულენოვან კვარტლებში მდებარეობს. დაკავებულია ორი პირი, 33 წლის ნოურედინ ჰ. და მისი ძმა, ჰამზა ჰ. მათი გვარი ჯერჯერობით არ სახელდება. თუმცა, იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები მათ საცხოვრებელში აღმოჩენილი არ არის.

ფედერალური პროკურატურის სპიკერმა  განაცხადა, რომ “ორივე მათგანი ეჭვმიტანილია მასობრივი  ტერაქტის დაგეგმვაში, რომელიც ბელგიაში უნდა განხორციელებულიყო”.

პროკურატურა ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს, აქვთ თუ არა მათ კავშირი  ცოტა ხნის წინ აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ ტერაქტებთან.

სასამართლო მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...