Home » მთავარი » ბესლანის ტრაგედია – 334 შეწყვეტილი სიცოცხლე-13 წელი!

ბესლანის ტრაგედია – 334 შეწყვეტილი სიცოცხლე-13 წელი!

2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა. ავტომობილებში ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მუქი ტანისამოსი და ჯავშანჟილეტები ეცვათ. ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისტანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. დაახლოებით 50 მდე ბავშვმა გაქცევა მოასწრო, ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები ტერორისტებმა სკოლის შენობაში შეიყვანეს.

სკოლის შენობაში შესვლისთანავე ბოევიკებმა შენობის ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. ბოევიკებმა სკოლის სპორტული დარბაზი დანაღმეს და ბავშვები იქ შეყარეს. უფროსები კი მშობლები და მასწავლებლები ცალკე ჰყავდათ დატყვევებული.

დანაღმული იყო ასევე სკოლის შენობის შემოგარენი. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ როგორც კი ხელმძღვანელობა სკოლის შენობის შტურმით აღების ბრძანებას გასცემდა ყველა ნაღმს აამოქმედებდნენ და ყველაფერს ააფეთქებდნენ. სკოლის შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები ჩაამწკრივეს.

ტერორისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ყოველ მოკლულ ტერორისტზე 50 მძევალს დახოცავდნენ, დაჭრილზე კი 20-ს.

როგორც იქნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბესლანის მოვლენაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

“ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მძევალთა სიცოცხლე”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერორისტთა მიერ ქალაქ ბესლანში სკოლის შენობის ბლოკირებისა და მძევლების აყვანის თითქმის პირველივე წუთიდან, ჩრდილო ოსეთში რუსეთის არმიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქალაქ ბესლანსა და მის შემოგარენში რუსული არმიის სპეცდანიშნულების რაზმების გადასროლა დაიწყეს. ეს მაშინ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ვლადიმერ მიხაილოვმა პირადად დაადასტურა.

3 სექტემბერს 13:05 საათზე სკოლის შენობასთან ორი მძლავრი აფეთქება გაისმა და სროლაც დაიწყო… დაიწყო შტურმი…

175507 95911034b4

სკოლის შტურმმა ბევრის სიცოცხლე წაიღო… ტერორისტების ქმედებებმა, რამდენიმე ბოევიკის ხელში ჩაგდების ცდუნებამ და ძალიან ცუდად ორგანიზებულმა “სამაშველო ოპერაციამ” ოფიციალური მონაცემებით 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,… მათ შორის, ასევე ოფიციალური მონაცემებით 186 ბავშვის… 700 ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა…

k0lpu

ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში 1-ელ სექტემბერს ტერაქტის დროს გარდაცვლილი 334 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...