Home » მთავარი » ბიბილოვის მუქარა და ულტიმატუმი ახალგორელებს

ბიბილოვის მუქარა და ულტიმატუმი ახალგორელებს

„ეხო კავკაზა“-ს ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა თბილისში ხშირი მგზავრობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.

როგორც  კორესპონდენტი მურატ გუკემუხოვი წერს, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ახალგორში მოსახლეობას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებაც ესაუბრა და განაცხადა, რომ ახალგორელებს, რომლებიც წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ და ოკუპირებულ რეგიონში მუშაობენ,  დაფიქრება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ – ან მუდმივი საცხოვრებლის სტატუსით, ოკუპირებულ რეგიონში დარეგისტრირდნენ, ან სამუშაო რეგიონის ფარგლებს გარეთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებონ.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...