Home » მთავარი » ბიბილოვი ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას მოითხოვს

ბიბილოვი ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას მოითხოვს

მაშინ, როცა ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, არჩევნებამდე მოსახლეობას ქართულ ენაზეც ესაუბრებოდა, დღეს კი ოკუპირებული ახალგორის რეგიონის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას ითხოვს.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი იმისა, რომ სკოლებში ქართული ენა ისწავლებოდეს, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას და სამუშაოდ ისევ აქ ბრუნდებიან. ამიტომ ვალდებულები ვართ, შესაბამისი პირობები შექმნის მიზნით, ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ. ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი და ამას არ უნდა მოყვეს აჟიოტაჟი, თითქოს რაღაც იკრძალება. ჩვენ არაფერს ვკრძალავთ” – განაცხადა დეფაქტო ლიდერმა.

წინასაარჩევნო დაპირებების დროს მუდამ ამბობდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა არ ჩაიკეტებოდა, ახლა კი სრულუფლებიანი პარტნიორობა მოითხოვა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%ac/

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიბილოვის ამ ინიციატივას მოსკოვმა მხარი დაუჭირა.

იხ.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%ac/

და რატომ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვაც სულ მალე მოსკოვის მხარდაჭერით მოხდება.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...