Home » მთავარი » ბიბილოვი: გზა არ ჩაიკეტება, მაგრამ თბილისთან ურთიერთობა ხელშეკრულებამდე არ დალაგდება!

ბიბილოვი: გზა არ ჩაიკეტება, მაგრამ თბილისთან ურთიერთობა ხელშეკრულებამდე არ დალაგდება!

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ახალგორის მოსახლეობას შეხვდა.

-„თუ მე გავხდები პრეზიდენტი, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა არ ჩაიკეტება, მაგრამ თბილისთან კარგი ურთიერთობა მხოლოდ ხელმოწერის მერე იქნება შესაძლებელი“.

ბიბილოვი მოსახლეობას ქართულ ენაზეც ესაუბრა. ახალგორი სეპატარისტების ხელში 2008 წლის ომის შემდეგ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არჩევნები 9 აპრილს არის დანიშნული.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი ამცირებს სიმსივნის რეციდივირებისა და მეტასტაზების წარმოქმნის რისკს

საქართველოში ყოველწლიურად სიმსივნის დაახლოებით 10,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. თანამედროვე მედიცინაში ტრადიციულ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, სულ ...