Home » მთავარი » ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც სრულუფლებიანი პარტნიორი სახელმწიფო

ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც სრულუფლებიანი პარტნიორი სახელმწიფო

თვითაღიარებული, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალი მზად არის უზრუნველყოს ტვირთის ტრანზიტი რუსეთსა და კავკასიის ქვეყნებს შორის, ასევე თურქეთსა და ირანს შორის სამხრეთ ოსეთის გავლით, მაგრამ როგორც სრულუფლებიანმა პარტნიორმა.

-„საქმე ეხება საქართველოსაც, სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც, ირანსაც და ტურქეთსაც, ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ საკითხავია დათანხმდება თუ არა ქართული მხარე იმას, რომ სამხრეთ ოსეთი წარმოდგენილი იყოს როგორც სრულუფლებიანი პარტნიორი, წარმოდგენილი იყოს როგორც სახელმწიფო, რომელზეც გადის სატრანზიტო გზა. შესაბამისად ურთიერთობაც უნდა იყოს თანასწორი“-განაცხადა ბიბილოვმა.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...