Home » მთავარი » ბიბილოვმა რუსეთს სააკაშვილზე და 76 ქართველზე ძებნის გამოცხადება მოსთხოვა

ბიბილოვმა რუსეთს სააკაშვილზე და 76 ქართველზე ძებნის გამოცხადება მოსთხოვა

1tv.ge-ს ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პროკურატურამ რუსეთის პროკურატურას საქართველოს იმ მოქალაქეების ნუსხა გადასცა, რომლებსაც რეგიონში 2008 წელს „სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“ ადანაშაულებს და მათზე ე.წ. საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს.

ნუსხაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები არიან. სიაში სულ 76 ადამიანია. ინფორმაცია რუსულ სააგენტო ТАСС-ს სამხრეთ ოსეთის  დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვიზიტის დროს მიაწოდა.

„სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადასცა ადამიანთა ნუსხა, საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად. მასში მიხეილ სააკაშვილი და სხვა სამხედრო პირებიც მოხვდნენ, რომლებიც ადამიანთა მკვლელობაშ არიან ეჭვმიტანილნი“, – განაცხადა ბიბილოვმა.

Facebook Comments
x

Check Also

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში: პოლიტიკური ვითარების ...