Home » მთავარი » „ბიზნესმენთა „სტავკები“, გაზრდილი შემოწირულობები და დარღვევები შემოწირულობების კუთხით”

„ბიზნესმენთა „სტავკები“, გაზრდილი შემოწირულობები და დარღვევები შემოწირულობების კუთხით”

ნატალია ხოხიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“

ნაწილი პირველი

-“დაიწყო საარჩევნო კამპანია თუ არა პოლიტიკური პარტიების ანგარიშებში შემოწურილობები გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა, თუ გადავხედავთ შემოწირულობების ისტორიას ვნახავთ, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლიდერობდა ,,ქართული ოცნება” 3,391,080.99 ლარით. მას მოჰყვებოდა ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა 2,634,584.01 ლარით. 2014 წელს თვითმმართველობიოს არჩევნებზეც ,,ქართული ოცნება” ლიდერობდა 2,634,584.01 ლარით, და მოყვებოდა დემოკრატიული მოძრაობა 342,053.35 ლარით. 2015 წელი არ იყო საარჩევნო წელი და ეს პარტიების შემოწირულობასაც დაეტყო. ,,ქართული ოცნება” — 566,375.00 ლარი და მეორე ადგილზეა ,,ნაციონალური მოძრაობა” 294,640.73 ლარით. საქართველოს ორგანული კანონით ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” მუხლი 27 მკაცრადაა განსაზღვრული შემოწირულობების რაოდენობა 1. პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს. წლევანდელი არჩევნები გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე ეს კანონით განსაზღვრული 2 თვიანი წინასაარჩევნო პერიოდია ეს პერიოდი წელს 4 თვემდე გაიზარდა. თუ შევაჯამებთ ამ პერიოდის შემოწირულობებს ვნახავთ რომ საარჩევნო კამპანიის პირველ თვეში ანუ ივნისში შემოწირულობები უფრო ნაკლები იყო ვიდრე შემდეგ თვეებში, ამ პერიოდშიც, თუ გადავხედავთ პარტიების დაფინანესებებს საინტერესო სურათს ვნახავთ, რომ მმართველი პარტია პირველობას არავის უთმობს

დავიწყოთ იმით, რომ ივნისის თვეში მმართველი პარტიის შემოწირულობა იყო 1,028,420.00 ლარი. მეორე ადგილზეა პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის” ანუ ბურჭულაძის პარტია 741,942.00 ლარი და მესამე ადგილზე ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 174,930.00 ლარი. ივლისის თვეში მმართველი პარტიის დაფინანსება ორმაგდება ხოლო დანარჩენი პარტიების იკლებს, მაგ. პირველ ადგილზე კვლავ ,,ქართული ოცნებაა”- 2,124,570.00 ლარი. მეორე ადგილზე ისევ პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის” – 621,527.00 ლარი, განსხვავებით წინა თვისა შემოწირულობა შემცირებულია. ასევე მოიკლო პატრიოტთა ალიანსის შემოწირულობა და შეადგინა 184,811.50 ლარი და ამ შედეგით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. აგვისტოში ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანიის 2 თვიანი ვადა და მმართველი პარტიის შემოწირულობა კიდევ უფრო გაიზარდა. მაგ: ,,ქართული ოცნება”- 5,593,420.00 ლარი, ოდნავ მაგრამ მაინც გაიზარდა პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის” და ის ისევ მეორე ადგილზეა 662,014.99 ლარით. მესამე ადგილზეა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 475,824.95 ლარით, ამ პარტიის შემოწირულობა საგრძნობლად გაიზარდა წინა თვეებთან დაკავშირებით.

ახლა გადავხედოთ ვინ არიან შემომწირველები. ჩვენ კარგად გვახსოვს პერიოდი, როცა ბიზნესმენებს ე.წ. ,,სტავკები” ქონდათ, ისინი შემოწირულობას მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პატრიისთვის ,,იმეტებდნენ”. თუ გადავხედავთ დღევანდელ მდგომარეობას ერთი შეხედვით თითქმის არაფერი შეცვლილა, აგვისტოს თვეში შპს-ების მიერ მაქსიმალური თანხებია გადრიცხული მმართველი პარტიის ანგარიშზე. მაგ: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტი” 120000 ლარი, შპს ,,ჯი-ემ-პი” 120000 ლარი, შპს. ,,GEORGIAN TRAVEL GROUP” 30000, შპს, ,,გაგრა +” 120000 ლარი, შპს. ..პრაიმი” 100000 ლარი. შპს DAR BUILDING 100000 ლარი. შპს. ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” 30000 ლარი. შპს ,,თ და რ დისტრიბუშენ” 15000 ლარი შპს ,,თ.რ დისტრიბუშენ აჭარა” 10000 ლარი, შპს ,,თ.რ დისტრიბუშენ იმერეთი” 5000 ლარი. შპს ,,ნიუ ჯორჯია -555″ 120000 ლარი და შპს ,,ვი-აი-პი +” 80000 ლარი. ამ ფონზე ძალიან საცოდავად გამოიყურება სხვა პარტიების შემოწირულობები იურიდიული პორებისგან, მაგ: ს/ს ფოთის ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელი ქარხანა 600 ლარი ,,ეროვნულ ფორუმს”, შპს ,,ციტადელი” 10000 ლარი ,,გირჩს” და შპს ,,VITA” 500 ლარი ,,ეროვნულ ფორუმს. შეიძლება დავუშვათ რომ დღეს ბიზნესმა ასე ვთქვათ ,,ამოისუნთქა” და მათ თავად აქვთ სურვილი მმართველი პარტია დააფინანსონ რათა ეს პირობები არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნონ, მაგრამ შეიძლება სხვაგვარადაც შევხედოთ ამ საკითხს. ნაციონალური მოძრაობა და სხვა გავლენიანი პარტიები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ მათ აქვთ შეზღუდვები და ბიზნესმენები ვერ ბედავენ მათ დაფინანსებას. რაც შეეხება მმართველი პარტიის დამფინანსებლებს საინტერესო ფაქტებს წავაწყდი: მაგალითად ბიზნესმენ თემურ ჭყონიას კომპანიებს ჯამში 50000 ათასი აქვს შეწირული მმართველი პატრიისთვის, ეს შპს-ებია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” 30000 ლარი. შპს ,,თ და რ დისტრიბუშენ” 15000 ლარი შპს ,,თ.რ დისტრიბუშენ აჭარა” 10000 ლარი, შპს ,,თ.რ დისტრიბუშენ იმერეთი” 5000 ლარი. კარგად გვახსოვს თემურ ჭყონია არც ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებაზე იხევდა უკან. აქვე ერთი საინტერესო ორგანიზაციაა-მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტი” 120000 ლარი, ისკო დასენი ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიის 26 ნომერი არის 40% წილის მფლობელი.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა:

„ეს ადამიანი გახლავთ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, იეზიდი მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე. ის დასაქმებულია ბიზნესსექტორში, არის წარმატებული ბიზნესმენი და ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული“. ცოტა უცნაურია ასეთი წარმატებული ბიზნესმენები რატომ ტოვებენ წარმატებულ ბიზნესს და მიდიან არც თუ ისე შემოსავლიან სამსახურში- პარლამენტში. სხვა რა უნდა იფიქრო, თუ არა ის, რომ მათ თავიანთი ბიზნესების ლობირება და დაცვა უნდათ, არ არის გამორიცხული იმ გარანტირებული 4 წლის სანაცვლოდ ბევრად მეტი შემოსავალი მიიღონ.

კიდევ ერთი შპს ,,DAR BUILDING”, რომლის რეესტრში შავით თეთრზე წერია, რომ მას ქონების განკარგვაზე აქვს აკრძალვა, ასეთ შემთხვევაში შემიძლია ვიფიქრო რომ კომპანიას აქვს ვალი და მევალემ უჩივლა, რასაც ასეთი განაჩენი მოჰყვა, აქედან გამომდინარე საინტერესოა მმართველ პარტია ასეთი დიდი რაოდენობით თანხა როგორ შსეწირა .
აკრძალვა: 102016049523 15/03/2016 11:47:45
შპს DAR BUILDING ს/ნ 445420875
საგანი: უძრავი ნივთი: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ვაჟა ფშაველა 17, 05.22.18.006,
აეკრძალოს უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა
საფუძველი: განჩინება, N010217716001277329 73უზრ/16, 11.03.2016,
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
არადა ამ შპს-მ ,,ქართულ ოცნებას” 100000 ლარი შეწირა.
შპს-ებისგან შემოწირულობა ივლისში და ივნისშიც არ აკლდა ოცნებას, შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა” 120000 ლარი, და შპს. ,,ალფა” 120000 ლარი
ივლისის თვე პატრიოტთა ალიანსისთვისაც გამორჩეული იყო მაგრამ თანხები რაც ამ ორგანიზაციას შეწირეს მეწარმეებმა გაცილებით მცირეა.
შ.პ.ს. ვესტა -35000.
შ.პ.ს. ‘მატრიქსი” – 30000
შ.პ.ს. ‘მონტე” – 15000
შ.პ.ს. ‘ლორუსი” – 10000
შ.პ.ს. “კარდუ” – 15000
შ.პ.ს. ‘სკალინი’ – 15000

ეს რაც შეეხება შპს-ებს, მაგრამ არ ნაკლებ მნიშვნელოვანია იმ ხალხის სახელები და გვარები, ვინც ,,ოცნების” ბიუჯეტი შეავსო. პიროვნებებზე წერილის მეორე ნაწილში მოგახსენებთ.“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...