You are here
ბილ გეიტსმა ალცჰაიმერის კვლევებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

ბილ გეიტსმა ალცჰაიმერის კვლევებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო

Microsoft-ის დამფუძნებელმა და ფილანტროპმა ბილ გეიტსმა ალცჰაიმერის დაავადების შესასწავლად 100 მილიონი დოლარი გამოყო. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბილ გეიტსი თანხის ნახევარს უახლოეს პერიოდში გადარიცხავს Dementia Discovery-ის ფონდში, რომელიც ტვინის პათოლოგიების კვლევებს აფინანსებს.

რაც შეეხება დარჩენილ 50 მილიონ დოლარს, ეს თანხა დამწყები სპეციალისტებისთვის იქნება, რომლებიც დაავადების მკურნალობის მეთოდებზე მუშაობენ.

ფილანტროპი ამბობს, რომ მან წლები დაუთმო ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის მეთოდების შესწავლას, “და რაც გავიგე სპეციალისტებისგან არის ის, რომ ჩვენ დაავადების განვითარება შეგვიძლია შევცვალოთ. მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლას შევუერთდი”, – ამბობს ბილ გეიტსი.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ბილ გეიტსი ამერიკის შეერთებულ შტატებში „ჭკვიან ქალაქს“ ააშენებს.

 

 

Comments

comments

Related posts