Home » ეკონომიკა » ბიუჯეტი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული

ბიუჯეტი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ    პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2017 წლის ბიუჯეტი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, ამით ქვეყანა ჩაკეტილი წრიდან ერთხელ და სამუდამოდ გამოვა.

„პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული, საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. ჩვენ შეგვიძლია ის ფინანსური რესურსი ავიღოთ, რომელიც მთავრობას ყოველწლიურად აქვს და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მივმართოთ ბიუჯეტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გვაქვს დაბალანსებული მიდგომა და ჩვენი ბიუჯეტი არის იქითკენ მიმართული, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ იმ წრიდან, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ვტრიალებთ“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დავით ღვინიანიძის საქველმოქმედო ფონდი გზას უკვალავს ტალანტებს

ნიუი ორკში გუშინ დიდი საერთაშორისო კონკურსი დასრულდა . 150 მე მეტი მონაწილე ბოსტონიდან , ფილადელფიიდან ...