Home » მთავარი » ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას ტოვებს – რა გამოხმაურებები მოჰყვა მის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სივრცეში
AppleMark

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას ტოვებს – რა გამოხმაურებები მოჰყვა მის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სივრცეში

პარტია „ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის მოქალაქეებს მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ატყობინებს.

როგორც ივანიშვილი განმარტავს, თავის მისია შესრულებულია და ახლა დროა დატოვოს პოლიტიკა.

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება,“- – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში.

იგი ასევე, „ნაცმოძრაობის“  ხელისუფლებას ახსენებს და მათ  წარსული მმართველობის გამო აკრიტიკებს.

„რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი, – ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა…რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი – ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება,“ –  განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციურ ნაწილშიც.

აღნიშნულ საკითხს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია.

„ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა… მისი ქმედება არის სამაგალითო, რადგან ძალაუფლებას ჩამოშორდა მაშინ, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს ისტორიაში პირველად, მესამედ ანდო ქვეყნის მართვა,- “  განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ   „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა პარტია და პოლიტიკა, როცა ჩამოყალიბა პასუხისმგებლიანი გუნდი.

„ჩამოაყალიბა თანამედროვე, ეფექტური გუნდი, რომელსაც შეუძლია  გამოწვევებთან გამკლავება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ არის მისი გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი,“- თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ხატია დეკანოიძე „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

„ეს არის მშიშარა ადამიანის გადაწყვეტილება, რომ ამ უმძიმეს სიტუაციაში პასუხისმგებლობა გადააბაროს იმ ადამიანებს რომლებსაც აქამდე თვითონ მართავდა“

აკაკი ბობოხიძე თავის კომენტარში ამბობს, რომ  „ბიძინა ივანიშვილი იყო და დარჩება არაფორმალურ მმართველად, რომელიც მუდამ ცდილობს პასუხისმგებლობის არიდებას.“

 

Facebook Comments
x

Check Also

ნინო ლომჯარია – პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით ეხმაურება ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ...