Home » მთავარი » ბოიკოტი Яндекс.Такси-ს!

ბოიკოტი Яндекс.Такси-ს!

რუსული ტაქსის კომპანია  Яндекс.Такси ქართულ ბაზარზე სკანდალით შევიდა. როგორც ცნობილია, ტაქსის გამოძახება შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, ხოლო რუკაზე, რომლითაც ტაქსი მოძრაობს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არის აღნიშნული.  

იურიდიულმა კომპანიამ „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ უარი განუცხადა  Яндекс.Такси-ს მომსახურებაზე და კოლეგებსაც ბოიკოტისკენ მოუწოდა.

როგორც იცით, რუსულმა სერვისმა თბილისში ოპერირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კომპანიაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ აცხადებენ, რომ მათ იურიდიული მომსახურებისთვის მიმართეს.

-„ჩვენ მზად ვართ ყველას გავუწიოთ იურიდიული მომსახურება, მაგრამ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. იანდექს რუკაზე დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არის აღნიშნული. ჩვენთვის მიუღებელია ასეთი რამ და მოვუწოდებთ სხვა კომპანიებსაც პროტესტი გამოთქვან და ბოიკოტი გამოუცხადობ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს“-განუცხადეს იურიდიული კომპანიის წარმომადგენლებმა „კომერსანტს“.

Яндекс.Такси-ის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს საზოგადოების დიდი ნაწილი. სოციალურ ქსელში ადამიანები ერთმანეთს მოუწოდებენ არ ისარგებლონ ამ სერვისით.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...