Home » მთავარი » “ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად!”

“ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად!”

ემზარ ქვარიანი

 „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე

-ბატონო ირაკლი სესიაშვილო, სინდისი ნამდვილად უნდა გაწუხებდეთ, რადგან  თავდაცვის სამინისტროს ნგრევაში თქვენც ერთ-ერთი უშუალო მონაწილე ხართ. ამ სამინისტროს მე დავარქმევდი ქვეყნის განუკითხაობის სამინისტროს, სადაც კორუფცია და ნეპოტიზმი მეფობს. ეტყობა თქვენ ოპტიმიზაცია ისე გაიგეთ, რომ გამოცდილი კადრები გამოგეყარათ  და კიდევ უფრო გაგეზარდათ თქვენთვის არამიზნობრივი ხარჯები. ნაცვლად იმისა, რომ შეგემცირებინათ თქვენი ბიუროკრატიული ხარჯები და დანამატები, ყველაფერი უკუღმა გაიგეთ, სამაგიეროდ  დატოვეთ ისეთი კადრები, რომლებიც პირველ რიგში უნდა გაგეშვათ.

ამ ყველაფრის მიუხედავად კიდევ  გამოდიხართ უტიფარი და უსუსური განცხადებებით, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ხალხში აგრესიას იწვევს!

 ირაკლი სესიაშვილისა და კობა კობალაძისგან ასეთი განცხადებები არც გამკვირვებია, სიმართლე რომ ვთქვა სხვა არაფერს მოველოდი, რადგან, ბატონებო, თქვენ ვერასოდეს დაიცავთ ქვეყნის წინაშე დამსახურებული და გამოცდილი ადამიანების უფლებებს. სამაგიეროდ კარგად იცავთ პირადი კეთილდღეობის ინტერესებს! დაიმახსოვრეთ!  სადაც იზორია, ჯანჯღავა,  ბაძაღუა,ლოლაძე, ჯაბახიძე  იქნებიან, ნგრევის მეტი არაფერი იქნება, აქედან გამომდინარე თუ სურვილი გექნებათ, მე მზად ვარ თქვენთან დებატედისთვის  და საზოგადოება თავად განსჯის ყველაფერს”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ე.წ. კლასტერი ცნობილია

ყველა ის პირი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ხუთ კლინიკაშია გადაყვანილი და ყველა მათგანის კლასტერი ცნობილია. ...