Home » მთავარი » ბოლო მონაცემები თურქეთიდან

ბოლო მონაცემები თურქეთიდან

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულია  194,  დაშავებული კი 1 100 ადამიანია.

მთავრობის განცხადებით, დაღუპულთაგან 41 პოლიციელი, 2 ჯარისკაცი, 47 სამოქალაო პირი და 104 აჯანყებულია.

დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1563 ადამიანი. სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი.

ამ დროისთვის, თურქეთში სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს. ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს. ათათურქის აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს.

xw_1280618 xw_1280634 xw_1280635 xw_1280656 xw_1280658

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

შტურმი არ დაწყებულა და მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკროში, შუამთის ქუჩის 22 ნომერიში სადაც ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა, სამართალდამცავები ...