Home » მთავარი » ბოლო მონაცემები მიუნხენიდან – ნაპოვნია ავტომობილი

ბოლო მონაცემები მიუნხენიდან – ნაპოვნია ავტომობილი

მიუნხენის პოლიცია ტვიტერში ბოლო მონაცემებს აქვეყნებს. სამარტალდამცველების ინფორმაციით მიუნხენში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, თუმცა შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ჟურნალი  Focus ადგილზე მყოფი კორესპოდენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ ეჭვმიტანილის ავტომობილი აღმოაჩინა.

-„მანქანა ნაცრისფერია, ამ წუთებში ის ევაკუატორით მიყყავთ“-წერს ჟურნალი.

მიუნხენში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. ცნობილია ისიც, რომ პოლიცია საეჭვო ზურგჩანთას იკვლევს. სროლის მოტივი ჯერ უცნობია.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...