Home » კულტურა » ბონდარენკო: მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო

ბონდარენკო: მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო

ბონდარენკო მოგების შემთხვევაში ბინას იზორიას გადასცემდა, მაგრამ ჩანაფიქრი აღარ განხორციელდება!

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. თუმცა, არც ისე ყოფილა საქმე, როგორც ზოგიერთებს სურდათ დაეხატათ. როგორც აღმოჩნდა, პროექტის ერთ-ერთი ფინალისტი სტანისლავ ბონდარენკო გამარჯვების შემთხვევაში ბინის ჯანო იზორიასთვის გადაცემას აპირებდა, თუმცა ჩანაფიქრი აღარ განხორციელდება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” საქართველოს კულტურის პალატის დირექტორი დათო ოქიტაშვილი წერს.

“არ მინდოდა გამომექვეყნებინა ის მიმართვა რასაც ვაპირებდით მასთან ერთად მისი მეგობრები, მაგრამ ამ უაზრო ლანძღვა-გინებამ გადაგვაფიქრებინა დაე გადაწყვიტოს ქართველმა ერმა გამარჯვებული”, – წერს ოქიტაშვილი და შემდეგ განცხადებას აქვეყნებს:

სტანისლავ ბონდარენკოს განცხადება

მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო.

მე, საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვედი მეგობრებო. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის იმ ადამიანების თანადგომა იყო, არის და იქნება, ვინც დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ვისი ჯამრთელობისთვის ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს უნარი და ძალისხმევა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე და გვერდით დავუდგეთ მათ. მიხარია, რომ მე შევძელი რამდენიმე ბავშვის დასახმარებლად მცირე წვლილის შეტანა.

ბედნიერი ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც ქართველი ხალხის მხრიდან ვიგრძენი და დღემდე ეს დამოკიდებულება ასეთი თბილია. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვარ სახალხო პროექტის ,,ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა მეგობრებო. მივიღე წინადადება და რათქმაუნდა სიამოვნებით დავთანმხდი.

ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, დღეს უკვე პროექტის ფინალისტი ვარ. მე ვგრძნობ ამ დიდ თანადგომის მიღმა, როგორი გულწრფელი სიყვარული დავიმსახურე თითოეულ თქვენგანში.

ამ უდიდეს ჯილდოს, რასაც ხალხის სიყვარული ჰქვია, მინდა ჩემი მოკრძალებული განცახდებით ვუპასუხო.

ჩემო მაყურებლებო, ჩემო მხარდამჭერებო იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები პროექტ – “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ის ბინა, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცე.

ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მე ვიცი, რომ ჯანო არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან-აფხაზეთიდან. ჩვენი სიძლიერე ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია. ჯანო ჩემთვის ამ ძლიერი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მხარდამჭერს, ორგანიზაციას, რომელმაც აქ ჩამომიყვანა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქველმოქმედებისთვის გაღებულ საქმეში ჩართვის შესაძლებლობა მომცა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დავით ოქიტაშვილი ქავეყნებს.

ოქიტაშვილი კომენტარებში დასძენს, რომ მოგების შემთხვევაში, ჩანაფიქრს აღარ განახორციელებენ:

“არ იყო წინასწარი ლანძღვა-გინება საჭირო. ახლა კი გამარჯვებული გადაწყვიტოს ქართველმა ერმა. და სამწუხაროა, რასაც ვაპირებდით, არ გვაცალეთ. ამიტომ, ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდება, სამწუხაროდ”, – წერს ოქიტაშვილი.

stanislav

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვა დაფინანსდება

კორონავირუსთან  ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ...