Home » მთავარი » ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირესთან ტყეში ხანძარია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირესთან ტყეში ხანძარია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, თუმცა ბორჯომის მერის თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილზეა და ხანძრის კერასთან მიახლოება ვერ ხერხდევა. შესაბამისად, უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

 

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...