Home » მთავარი » ბორჯომის ხეობაში ხანძარს დილიდან ვერტმფრენები ებრძვიან, ქარის სიმძლავრე იკლებს

ბორჯომის ხეობაში ხანძარს დილიდან ვერტმფრენები ებრძვიან, ქარის სიმძლავრე იკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ქარის სიმძლავრე დღეს, 10:00 საათიდან დაიკლებს.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვეტმფრენები დილიდან კვლავ ჩაერთვნენ.

ხანძრის ჩაქრობაში ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობენ. ამასთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით,  დღეს ბორჯომის ხეობაში ორ თურქულ ვერტმფრენსაც ელოდებიან.

სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძრის ძირითად კერებთან მუშაობს ასევე მძიმე ტექნიკა. როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, ხდება კორიდორების გაჭრა, რათა ეფექტურად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სადაც არის გავრცელების საშიშროება, მისასვლელი გზები იქნება ორგანიზებული.

წაღვერში საგანგებო რეჟიმით მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაციის საფუძველი არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დაბაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და ტექნიკა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთვნენ.

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ადგილზე 300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი 7 ჰექტარზე გავრცელდა. 

Facebook Comments
x

Check Also

დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ე.წ. კლასტერი ცნობილია

ყველა ის პირი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ხუთ კლინიკაშია გადაყვანილი და ყველა მათგანის კლასტერი ცნობილია. ...