Home » მთავარი » ბრალდებულების ვაჰაბისტებთან კავშირების შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი

ბრალდებულების ვაჰაბისტებთან კავშირების შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ არადსუტრებენ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გამოძიებას აქვს მასალები, რომლითაც ტერაქტის მომზადების ბრალდებით დაკავაბულების ვაჰაბიზმთან კავშირი დასტურდება.

ამის შესახებ 2030.news-ს სუს-ში განუცხადეს.

„ბრალდებულების ვაჰაბისტებთან კავშირების შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი”,- აცხადებენ სუს-ში.

ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის ადვოკატის, მაია ჭრელაშვილის განცხადებით, საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ დაკავებულები შესაძლოა, ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან.

„საქმეში დევს “ფეისბუქის” გვერდები, მითითება არის, რომ სავარაუდოდ ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან. ახლაც ბექაურს ჰკითხა გამომძიებელმა ამის შესახებ და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ არ ვართ მიმდევრებიო”, – აღნიშნა ადვოკატმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...