Home » მთავარი » ბუპრენორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატის გაცემა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება

ბუპრენორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატის გაცემა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უძღვებოდა, კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიზანია, ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებული სამკურნალო საშუალება – ბუპრენორფინის კომბინირებული პრეპარატების მიმართ კონტროლის უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესება. ეს პრეპარატები კანონით განსაზღვრული ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში (სია 2) შეიტანება, რაც კონტროლის ერთნაირ რეჟიმში მოაქცევს ბუპრენორფინის შემცველ ყველა კომბინირებულ პრეპარატს და აღნიშნული პრეპარატების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენების ფაქტებს შეამცირებს.

კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მეორე მოსმენით განსახილველად დღესვე წარედგინება. იგი გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს ამოქმედდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...