Home » მთავარი » გააკეთე ქართული საქმე – იყიდე ქართული ბრენდირებული ნაწარმი!

გააკეთე ქართული საქმე – იყიდე ქართული ბრენდირებული ნაწარმი!

1 დეკემბერს აქცია იყიდე ქართული დაიწყო.

1 დეკემბრიდან დაიწყო მორიგი 30 დღიანი გამოწვევა – “ძალა ერთობაშია!” იდეა რაშია? იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ საქართველოს!

თქვენ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი.

აქცია გუშინ დაიწყო და გამოწვევის პირველი ფოტოებიც გაჩნდა სოციალურ ქსელში.

მადონა კოიძე

15253621_1354396464593409_1838755055692175755_n

ტარიელ ზივზივაძე

%e1%83%ab%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98

1-30 დეკემბერის პერიოდში ყოველდღიურად მე, ტარიელ ზივზივაძე: 1) ვიყიდი ქართულ ნაწარმს, 2) გადავუღებ სურათს, 3) დავწერ მიმოხილვას, 4) სტატიას და სურათს ყოველი საღამოს 22:00-თვის ავტვირთავ KAR.GE-ზე და გავაზიარებ Facebook-ზე, 5) KAR.GE Facebook გვერდზე დავთაგავ სავაჭრო ობიექტს სადაც ვიყიდე და იმ პროდუქციის მწარმოებელს, რაც ვიყიდე. ხოლო პირად Facebook პროფილში გამოვიწვევ მინიმუმ 3 ჩემს Facebook მეგობარს.

მე ეს ყველაფერი ყოველდღიურად უნდა ვაკეთო 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით. ვიყენებ ჰეშტეგებს #30დღიანიგამოწვევა და #ძალაერთობაშია. ცხადია ამას მე ვაკეთებ და ვერავის მოვთხოვ, მით უმეტეს როცა ვიცი რა რთულია ამის კეთება ყოველ დღე.

  1. როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვინმემ გამოგიწვიათ?

გამოწვევიდან 24 საათის ვადაში იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღეთ ფოტო, ატვირთეთ საკუთარი Facebook-ის პროფილზე და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი. ამ დროს გთხოვთ გამოიყენოთ ჰეშტეგები #30დღიანიგამოწვევა და #ძალაერთობაშია.

როგორ ამოიცნოთ საქართველოში წარმოებული ბრენდირებული პროდუქტი?

შენიშვნა: ბრენდირებული ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ბრენდი. მაგალითად ჩურჩხელა, რომელიც დინამოს სტადიონთან იყიდება არის უბრალოდ ჩურჩხელა, უბრენდო. მაგრამ ჩურჩხელა, რომელიც სავაჭრო ქსელში დევს, რომელიც ორიგინალურადაა შეფუთული, აწერია რომ ან არის ბებოს ჩურჩხელა, ან ბადაგის ან Dr. George-ის, ესენი უკვე ბრენდირებულია. ანუ მინიმუმ აქვს სახელი, ლოგო და ორიგინალური შეფუთვა.

1) ნაწარმს უნდა ჰქონდეს ქართულენოვანი შეფუთვა და ეტიკეტი, თუმცა ეს ნამდვილად არ კმარა …
2) შტრიხ კოდი უნდა იწყებოდეს 486-ით, მაგრამ არც ეს კმარა …
3) ეტიკეტზე უნდა მითითებული იყოს, რომ წარმოებულია საქართველოში …
თუ რომელიმე ნაწარმის წარმომავლობაში ეჭვი შეგეპარებათ, აქვე FB კომენტარების ველში გვკითხეთ და დაგაკვალიანებთ.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...