Home » მთავარი » „გაახარე შენი ბზა!“

„გაახარე შენი ბზა!“

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას–„გაახარე შენი ბზა!“

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავონ  „წითელი ნუსხით“ დაცული კოლხური ბზის  მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად.

„მინდა, მადლობა გადავუხადო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ აქტივობისთვის, რომელსაც ახორციელებთ საქართველოს ეკლესიასთან ერთად, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ამ უძვირფასეს მცენარეს –კოლხურ ბზას. მოსახლეობას წინასწარ ვულოცავ ბზობის დღესასწაულს და ვთხოვ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის გაჩეხვისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირიქით, გავამრავლოთ ეს ულამაზესი მცენარე. გასული წლების ისტორიით თუ ვიმსჯელებთ, უმოწყალოდ ხდება ამ  მცენარის განადგურება, რაც არ უნდა დავუშვათ. კარგია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ ამ მნიშვნელოვან თხოვნას. დღესასწაული კარგია, ჩვენ ყველანი ერთად ვზეიმობთ, თუმცა მცენარესაც უნდა გავუფრთხილდეთ,“–განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

 

Facebook Comments
x

Check Also

დავით ღვინიანიძის საქველმოქმედო ფონდი გზას უკვალავს ტალანტებს

ნიუი ორკში გუშინ დიდი საერთაშორისო კონკურსი დასრულდა . 150 მე მეტი მონაწილე ბოსტონიდან , ფილადელფიიდან ...