Home » მთავარი » “გაბედეთ დაძლიოთ ათასი ‘’თვალისა და ყურის’’ შიში!

“გაბედეთ დაძლიოთ ათასი ‘’თვალისა და ყურის’’ შიში!

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი.

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში.

ოჯახში ხშირია გენდერული ნიშნით ძალადობა, რომელიც მიზნად ისახავს ერთი სქესის (უმეტეს შემთხვევაში ქალების) სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ დაქვემდებარებას მეორე სქესისადმი.

რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც ჩვენს მიმართ ხორციელდება  ძალადობა?

“ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”  საქართველოს კანონის თანახმად ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი.

ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიცირების და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს.

არასრულწლოვანის შემთხვევაში -საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.

როგორ დავიცვათ თავი?

შეგვიძლია დავუკავშირდეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს- 112

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელ ხაზს- 116 006

პირს შეუძლია დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციას, უბნის ინსპექტორს ან გამოიყენოს სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

ოჯახური ძალადობის დროს ხდება პრევენციული ღონისძიების სახით დამცავი და შემაკავებელი ორდერის გამოცემა. დამცავი და შემაკავებელი ორდერი ეს არის დროებითი შემზღუდავი ხასიათის ღონისძიების განმახორციელებელი აქტი, რომელიც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მიმართულია ძალადობის ფაქტის ოპერატიული აღკვეთისაკენ, მსხვერპლის დაცვის, მოძალადისა და მსხვერპლის დაშორების  და ძალადობის შემდგომი გამოვლინების აღკვეთისაკენ. მისი მიღება ხდება ოპერატიულად და სამართალწარმოებაც მიმდინარეობს შემჭიდროვებულ ვადებში. ამკრძალავი ღონისძიება, რომელიც მტკიცდება ორდერით კანონით წინასწარ არ არის განსაზღვრული, ყოველი კონკრეტული ქმედების მიმართ გამოყენებული უნდა იქნას კონკრეტული, ადექვატური, მოქნილი და დაცვის სწრაფი მექანიზმი.

შემაკავებელ ორდერს გამოსცემს პოლიციის უფლებამოსილი პირი, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლო წარმოადგენს ერთადერთ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება მოახდინოს პირის მიმართ გამოიყენებული შემზღუდველი ხასიათის ღონისძიების დაკანონება და განსაზღვროს მის მიმართ ამკრძალავი ღონისძიება ორდერის სახით სასამართლოს დასამტკიცებლად წარედგინება 24 საათის განმავლობაში.

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, ასევე ოჯახის წევრს, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი აქტი მიმართულია სხვა პირის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ.

მსხვერპლის თანხმობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომელიც დაზარალებულს უწევს იურიდიულ, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური სახის დახმარებას. არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

არსებობს სპეციალური დაწესებულებები თავშესაფრების სახით, რომელიც შექმნილია მსხვერპლთა/ დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით და წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურულ ერთეულს.

ასევე შესაძლოა კრიზისულ ცენტრში განთავსდეს პირი, რომელსაც არ აქვს მინიჭებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სატატუსი, მის მიმართ პოლიციას არ გამოუცია შემაკავებელი ორდერი ან არ მიუმართავს სასამართლოსათვის, თუმცა იკვეთება გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა.

კრიზისული ცენტრი ეს არის ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა განთავსების ადგილი, სადაც პირს სთავაზობენ ფსიქოლოგიურ, სამართლებრივ თუ სამედიცინო სერვისს.

პირი შეიძლება განთავსდეს მანამ, სანამ მიიღებს მსხვერპლის სტატუსს და ასევე მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის შემდეგ თუ ჩათვლის, რომ მას არ ესაჭიროება თავშესაფარში გადაყვანა და უბრალოდ სურს პირველადი დახმარების სახით ფსიქოლოგიური, სამედიცინო თუ სამართლებრივი სერვისით სარგებლობა.

საქართველოში არის არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე მოქმედი კრიზისული ცენტრები, ადმინისტრირებას ახორციელებს შემდეგიო რგანიზაციები:

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი – 0322 72 67 17,    0322 95 06 79

ქალთა საკონსულტაციო ცენტრი “სახლი”– 0322 98 90 80

ქალბატონებო, თქვენი სიჩუმით საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს,  იგივე რისკის ქვეშ აყენებთ საკუთარ შვილებს! გაბედეთ დაძლიოთ ათასი ‘’თვალისა და ყურის’’ შიში და საკუთარ თავს მისცეთ უფლება გერქვათ ქალი!

მამაკაცებო, მოგმართავთ თხოვნით-ის ენერგია და ემოციური რესურსი, რასაც ქალის მიმართ ძალადობაში ხარჯავთ ჩაანაცვლეთ სიყვარულითა და პატივისცემით.

დაუბრუნეთ საკუთარ თავსაც და მასაც ბედნიერების უფლება!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...