Home » მთავარი » “გადაახვიეთ, პროკურატურას არსად სასულიერო პირი არ უხსენებია”

“გადაახვიეთ, პროკურატურას არსად სასულიერო პირი არ უხსენებია”

 საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია გადაახვევს 13 თებერვლის პროკურატურის განცხადებაზე , ნახავს, რომ პროკურატურას არსად სასულიერო პირი არ უხსენებია.

”მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ მოქალაქის ინფორმაციით, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. შეგიძლიათ გადაახვოით და ნახოთ, რომ მანვე განაცხადა, დაკავებულ პირს ბრალი ერთ-ერთი პირის მკვლელობის მომზადებაში ედებოდა. ამის გადახვევა ჩვენ შეგვიძლია, თქვენ არ გაწყობთ, რადგან წინა დღიდან მოყოლებული ამაზე პიარ-კამპანია იყო აგორებული. ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგში. ამაში გაებნენ და პიარ-კამპანიის ფსიქოლიგიური ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ სხვა პირებიც. სამწუხაროდ, ეს იყო სასულიერო პირთა მხრიდანაც” – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...