Home » მთავარი » “გადადგეს მღებრიშვილი!”- მორიგი აქცია შს სამინისტროსთან ხვალ 18:00 საათზე გაიმართება

“გადადგეს მღებრიშვილი!”- მორიგი აქცია შს სამინისტროსთან ხვალ 18:00 საათზე გაიმართება

ორშაბათს 30 ოქტომბერს, 18:00 სთ.ზე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ აქციას, შინაგან საქმეთა მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით…

აქციის ორგანიზატორის, უფლებადამცველთა ასოციაციის განცხადებით,  აქცია გაიმართება მოთხოვნით, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი.

-ჩვენ ვფიქრობთ ძალოვანი სტრუქტურების მოქმედების ერთობლიობა დამატებით უამრავ კითხვას აჩენს, და ამძაფრებს ეჭვს იმისა, რომ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება იყო. შინაგან საქმეთა მინისტრს არ აქვს მორალური უფლებაც კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩეს. ჩვენ ვიბრძოდით პოლიციის სისტემის გაჯანსაღებისთვის და არავის მივცემთ უფლებას საზოგადოების მონაპოვარი ფეხქვეშ გათელოს. დღეს არის გარდამავალი ეტაპი, როფესაც პოლიციის მიმართ ხდება ნდობის აღდგენა. თუ ასეთ ფაქტებზე რეაგირებას არ მოახდენს ხელისუფლება, მივიღებთ იგივე ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც თავის მხრივ ძირს გამოუთხრის სტაბილურობას და უკან დაწევს ქვეყნის განვითარებას.

მოვითხოვთ რეალურად ობიექტურად წარიმართოს გამოძიება პროკურატურის მხრიდან, გასაჯაროვდეს სამხრე კამერებით გადაღებული კადრები და დაისაჯოს ყველა ვინც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაში მიიღო მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ არნახულ პროტესტს. უკვე ცნობილია, რომ ხვალ და მომავალშიც სხვადასხვა არასამთავრობოებიც შემოგვიერთდებიან”-აცხადებენ ორგანიზატორები.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...